სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციის საყურადღებოდ!
28.12.2015
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციის საყურადღებოდ!
 
მოგეხსენებათ, რომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს საწვავის მომარაგების უწყვეტობა, აუცილებელია, რომ 2016 წლის შესაბამისი ნავთობპროდუქციის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება დროულად, რათა დროულად მოხდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მხრიდან ავტორიზებული ავტომანქანების აღჭურვა პლასტიკური ბარათებითა და ტალონებით, წინააღმდეგ შემთხვევაში 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტი ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიწოდებას 2016 წლის 1-ლი იანვრიდან და შესაბამისად, ვერ იქნება დაცული საწვავის მომარაგების უწყვეტობა.
სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში, რომლებშიც ნავთობპროდუქციის 2016 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული აღმოჩნდა იმავე ნავთობპროდუქციის 2015 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი, რომელმაც 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში უკვე განახორციელა „აგაი“ სისტემის დანერგვა, ვალდებულია 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან წარმოქმნილი მოთხოვნისთანავე, შესაბამისი ტიპის საწვავის მიწოდება განახორციელოს 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში თუ 2015 და 2016 წლების შესაბამისი ტიპის საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერებში გამარჯვებულია სხვადასხვა მიმწოდებელი, 2016 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელმა „აგაი“ სისტემის დამონტაჟებამდე, შესაბამისი ტიპის საწვავის მიწოდება უნდა განახორციელოს პლასტიკური ბარათების ან ტალონების მეშვეობით. მიმწოდებელს აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ბარათებით ყველა ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელთანაც გააფორმებს ხელშეკრულებას შესაბამისი ტიპის საწვავის მიწოდებაზე.