სიხლეები   ​სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
10.08.2016
  
 
2016 წლის 17 აგვისტოს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მერვე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მედიაბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 15 აგვისტომდე, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge

შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შემდეგი IX შეხვედრა გაიმართება 31 აგვისტოს, საინჟინრო მომსახურებების სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან, ხოლო მეათე შეხვედრა ჩატარდება  14 სექტემბერს და მოწვეულები იქნებიან სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლები.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.