სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გეიზერი“
15.03.2017
  
 
შპს „გეიზერი“
ს/კ: 405048096
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილ იქნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2017 წლის 14 თებერვლის №07/405 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1601), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გეიზერის“ (ს/კ: 405048096) მიერ SPA160015564 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 20 ივნისის №96 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.