სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
20.03.2017
  
 
გაცნობებთ,  რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად უახლოეს მომავალში გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას უწყვეტი კვების წყაროზე ( UPS ), რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ   პერსონალური კომპიუტერისთვის.
ზემოაღნიშნული კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, აუცილებელია მოკლვლეულ იქნეს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა 01.04.2017 - 01.04.2018 პერიოდის განმავლობაში შესასყიდი უწყვეტი კვების წყაროების რაოდენობაზე.
 
ტენდერი შეეხება მხოლოდ ერთი ტიპის უწყვეტი კვების წყაროს (UPS), რომელიც დამოუკიდებელ რეჯიმში იმუშავებს 7 - 15 წუთამდე.
 
ups.jpg  
 
 
                                             
ზემოაღნიშნული უწყვეტი კვების წყაროს დაახლოებითი სპეციფიკაციიდან  გამომდინარე, გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის - ctd.spa.ge მეშვეობით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 მარტისა, წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია რა რაოდენობის უწყვეტი კვების წყაროების შესყიდვას გეგმავთ 01.04.2017 - 01.04.2018 პერიოდის განმავლობაში.
 
კოსოლიდირებული ტენდერი არ შეეხება:
  • რეკის უწყვეტი კვების წყაროებს (UPS).
  • მაღალი წარმადობის უწყვეტი კვების წყაროებს (UPS).