სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებზე ონლაინ კურსები შეიქმა
23.05.2019
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ ონლაინ კურსები შეიქმნა. კურსები USAID-ის პროგრამის მმართველობა განვითარებისთვის - Governing for Growth (G4G) ფარგლებში დაფინანსდა და დაფინანსდა. ონლაინ კურსის მიზანია დაეხმაროს მიმწოდებლებს ტენდერების სახეობების, პროცედურებისა და პროცესების გააზრებაში, მიაწოდოს რეკომენდაციები სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, გააცნოს შესაძლო რისკები და ტენდერში მონაწილეობის უპირატესობები. კურსი მორგებულია როგორც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ამ მიმართულებით გეგმავენ მუშაობას ან უკვე არიან დასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ კურსი უფასოა.
USAID-ის პროგრამის მმართველობა განვითარებისთვის - Governing for Growth (G4G) პროექტის ფარგლებშივე შეიქმნა კიდევ სამი ონლაინ კურსი, ესენია:
1. ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლები (პარტნიორი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“)
2. IT პროექტების მართვა Scrum (Agile) მიდგომით (ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური)
3. ფრილანსერობა
 
კურსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  education.mindworks.ge/courses