სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „სიტროენ ჯორჯია“
19.07.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „სიტროენ ჯორჯია“

შპს „სიტროენ ჯორჯია“
ს/კ: 402033839

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 21 ივნისს წარმოდგენილ იქნა შპს „EXPRESS“-ის 2017 წლის 21 ივნისის წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №5879), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „სიტროენ ჯორჯიის“ (ს/კ: 402033839) მიერ NAT170002408 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 29 მარტის №002 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.