სიხლეები   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
04.04.2017
  
 
ქართული სამშენებლო კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მათი ფინანსური მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების  მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში და მართვაში არსებული ყველა სუბიექტის (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია) მიერ 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს,  როგორც საქართველოში რეგისტრირებული რეზიდენტი, ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა  იქნება ბოლო ერთი წლის საქმიანობის აუდიტის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა შესრულებული უნდა იყოს საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების პირველ ათეულში მყოფი (Deloitte; PWC; E&Y; KPMG; BDO; RSM; Grant Thornton; Baker Tilly International; Growe Horvath International; Nexia.) ერთ-ერთი კომპანიის მიერ.