სიხლეები   კონცესიებისა და კომუნალური სექტორის მარეგულირებელი ახალი ევროდირექტივების შესახებ სემინარი გაიმართა
10.03.2017
  
 
7 და 9 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სემინარი თემაზე: ევროკავშირის  ახალი დირექტივები კომუნალური სექტორისა  და კონცესიების შესახებ. სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში SIGMA-ს ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაუზიარეს გამოცდილება, გააცნეს ევროკავშირის ქვეყნებში კონცესიებისა და კომუნალურ სექტორში არსებული პროცედურები და რეგულაციები.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2020-2022 წლებშია გათვალისწინებული.