სიხლეები   შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293)
16.11.2022
  
 

 

 

შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“ 

 

შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“

 

ს/ნ: 204564293

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 11 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის № 12-01222841277 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7735), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ NAT210023035 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 23 დეკემბრის № 10.02/30/276 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge