სიხლეები   ​შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
28.10.2020
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დეზობარიერისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო კონცენტრანტის შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 6 ნოემბრისა, აღნიშნულ მეილზე -pharm2021@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი, დეზობარიერისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო კონცენტრანტის (CPV 33631600 - ანტისეპტიკები და დეზინფექტანტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2021 წლის სახსრებით. აქვე გატყობინებთ, რომ ცხრილში უნდა მიუთითოთ თქვენთვის საჭირო მზა ხსნარის რაოდენობა (გთხოვთ გაითვალისწინოთ შესასყიდი ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები).

მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +995 32 2 484 822
+995 32 2 242 248   შიდა: 39
საკონტაქტო პირი: ნინო გამრეკელი 598 380 780


მიბმული ფაილები