სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
02.11.2020
  
 
2021 წლის იანვარ-ივნისის სემესტრის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, იხილეთ თანდართული ცხრილები მუნიციპალიტეტის ფარგლებში განსახორციელებელ ჩვენს ხელთ არსებულ მიმართულებებთან დაკავშირებით.
მოცემული ცხრილები შეიცავს ინფორმაციას რომელიც განახლებულია 2020 წლის შემდგარი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების მომენტისათვის (არ შეიცავს ტენდერის შემდგომ შეტანილ ცვლილებებს). შესაბამისად, გთხოვთ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში თქვენი მუნიციპალიტეტის ცხრილი და საჭიროებისამებრ, რესურს ცენტრებთან ერთად, დააკორექტიროთ და გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე transportation2020@spa.gov.ge

ცხრილების კორექტირებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი ინსტრუქციით.

ცხრილების შედგენისას, სავალდებულოა იხელმძღვანელოთ დანართი #1 (კრიტერიუმები)-ში არსებული კრიტერიუმებით.

 
არაუგვიანეს 8 ნოემბრისა Excel-ის ცხრილთან ერთად, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ (მეილი: transportation2020@spa.gov.ge) ხელმოწერილი და დადასტურებული დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება ცხრილზე პასუხისმგებელი პირი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია.
 
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ პროექტს გააჩნია საზოგადოების მომეტებული ინტერესი და მისი წარმატებულად განხორციელება დამოკიდებულია თქვენმიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მობილური: 557 72 72 73 (ერეკლე ანთაძე)
მეილი: transportation2020@spa.gov.ge


მიბმული ფაილები