ბაზრის კვლევა   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას
17.03.2017
  
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს არსებული 1166 ცალი პერიფერიული მოწყობილობების  (პრინტერი; კომბინირებული პრინტერი; ასლგადამღები) ჩანაცვლებას ახალი ერთი ბრენდის და ერთი მოდელის 600 ცალი პერიფერიული მოწყობილობით.
   
ჩასანაცვლებელი ტექნიკის ღირებულება, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით ჯამში, შეადგენს 215,080 ლარს (ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ერთეულის ღირებულებები).   
 
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 26 მარტის, გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები (მიმაგრებული ფაილი „პრინტერი A-4 მახასიათებლები“-ს შესაბამისად შევსებული) შემდეგ მისამართზე ან ელექტრონულ ფოსტაზე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენ. გ. კვინიტაძის ქ. N20. სატენდერო კომისიის აპარატი: გიორგი იაგორაშვილი (ელ. ფოსტა: giagorashvili@mod.gov.ge) ან თინათინ ბუხრაშვილი (ელ. ფოსტა: tbukhrashvili@mod.gov.ge) ტელ: +0 32 291 03 54.

მიბმული ფაილი