ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსი
20.03.2017
   
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა” პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს ელექტრონული ტენდერის საშუალებით - რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების ღონისძიებების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა.
 
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge. 2017 წლის 30 მარტამდე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებას მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენენ ტელეფონი: (995 32) 2398946 –  შიდა (187)

მიბმული ფაილი