ბაზრის კვლევა   შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ატარებს ბაზრის კვლევას
21.04.2017
  
 
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მესამე კლასის და პიკაპის ტიპის ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, ატარებს ბაზრის კვლევას. გთხოვთ, მიმდინარე წლის არაუგვიანეს 27 აპრილისა მოგვაწოდოთ თქვენი შეთავაზება თანდართული ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით.
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N658 დადგენილების შესაბამისად და უნდა მოიცავდეს: ავტომანქანის ფასს და ავტომანქანის ფლობის ღირებულებას (მათ შორის საწვავის ხარჯს).
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: a.khachiashvili@bsa.com.ge
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
 
საკონტაქტო ინფორმაცია: 
შპს ბლექ სი არენა ჯორჯია
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების სპეციალისტი ანა ხაჩიაშვილი; 
ტელ: +995598799993;
Email: a.khachiashvili@bsa.com.ge

მიბმული ფაილები