ბაზრის კვლევა   საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს ბაზრის კვლევას
16.08.2017
  
 
საქართველოს ეროვნული ბანკი აპირებს თბილისში კახეთის გზატკეცილი N72-ში მდებარე საკასო ცენტრის შენობის ფასადის სპეციალური რეაგენტებით დამუშავებას მისი ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით და აღნიშნული სამუშაოების  შესყიდვის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება ტექნიკური დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულებებისა და ვადების მითითებით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით,
 
წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: zgongadze@nbg.gov.ge

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ეროვნული ბანკი
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი
შესყიდვების განყოფილების უფროსი  ზურაბ ღონღაძე
ტელ: +995 32 2406 369

მიბმული ფაილები