ბაზრის კვლევა   საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება კონკურსის საშუალებით ავიაბილეთების შესყიდვის მიზნით ტურისტული
18.08.2017
  
 
შემსყიდველი ორგანიზაცია:  საქართველოს ეროვნული ბანკი.
შემსყიდველის მისამართი: თბილისი, სანაპიროს 2.
მომსახურების გაწევის ვადა: 1 წელი ხელშეკრულების დადებიდან (ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია ვადის გაგრძელება).
ანგარიშსწორება: ტურისტულ კომპანიასთან ანგარიშსწორება განხორციელდება ბილეთის გამოწერიდან და შესაბამისი ინვოისის (მათ შორის ბილეთების დაჯავშნა, შესყიდვა, გადაცვლა და ა.შ შემთხვევებში) ეროვნულ ბანკში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
წლის განმავლობაში ავიაბილეთების შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა: 250 ავიაბილეთი.
 
 
აუცილებელი მოთხოვნები მონაწილეებისადმი:
 
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს იურიდიული პირის სტატუსის მქონე, მინიმუმ სამ წლიანი ანალოგიური სერვისის გაწევის გამოცდილებით და უნდა უზრუნველყოს შემდეგი მომსახურეობების გაწევა:
  • ავიაბილეთების დაჯავშნა, გაყიდვა, თარიღის ცვლილება, დაბრუნება და ა.შ.;
  • სამუშაო საათებში (10:00-დან 19:00 საათამდე) ოფისში ავიაბილეთებზე უნდა მუშაობდეს მინიმუმ 3 ოპერატორი;
  • მინიმუმ 1 ოპერატორი 24 საათიანი მომსახურეობით;
  • ინვოისების და ბილეთების საკურიერო მომსახურეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს საზღვარგარეთ სასტუმროების დაჯავშნა;
  • ინვოისის გამოწერა გაშიფრული სახით, რათა თვალსაჩინო იყოს ბილეთის ფასში შემავალი ყველა კომპონენტის ღირებულება, მათ შორის ტურისტული სააგენტოს მომსახურეობის ღირებულება.
 
შენიშვნა - ბილეთის გადაჯავშნა, თარიღის ცვლილება ან დაბრუნება უნდა განხორციელდეს ტურისტული სააგენტოს ნულოვანი მომსახურეობის ღირებულებით.
კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:
  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  2. საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IATA certificate);
  3. კომპანიის შესახებ (კომპანიის სამუშაო საათები, ინფორმაცია თანამშრომელთა საერთო რაოდენობის და კონკრეტულად ავიაბილეთებზე მომუშავეთა რაოდენობის შესახებ, 24 საათიან რეჟიმში მომუშავეთა რაოდენობის შესახებ);
  4. კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების შესახებ (წლებისა და კორპორატიული კლიენტების მითითებით);
  5. ეროვნულ ვალუტაში კომპანიის მომსახურეობის საკომისიოს ოდენობაზე (იმ შემთხვევაში თუ ბილეთის კატეგორიიდან, მიმართულებიდან, ავიაკომპანიიდან გამომდინარე საკომისიო განსხვავებულია, ამის შესახებ ტურისტულმა სააგენტომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია);
  6. კორპორატიული კლიენტების მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
შენიშვნა - საქართველოს ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, უაპელაციოდ 30 დღით ადრე შესაბამისი შეტყობინების გაკეთებიდან ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
 
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე პირთა განცხადების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტის გათვალისწინებით:
ა) ტურისტული სააგენტოს მომსახურეობის ღირებულება  – 0.7;
ბ) ტურისტული სააგენტოს გამოცდილება – 0.3.
 
შენიშვნა - შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ საკონკურსო წინადადების იმ მაჩვენებელს, რომელთა შეფასების საფუძველზეც მოხდება კონკურსანტების წინადადებების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება განხორციელდება 10 (ათი) ბალიანი სისტემით.
 
საკონკურსო ვადები:
საკონკურსო განაცხადის (საკვალიფიკაციო მონაცემების და საკონკურსო წინადადებების) მიღება იწარმოებს 2017 წლის 11 სექტემბერს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისი, სანაპიროს 2, სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკში’’, განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დაგვიანებით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები არ მიიღება;
საკონკურსო განაცხადების გახსნის ვადაა 2017 წლის 11 სექტემბერი 15:15 საათი;
კონკურსის შედეგების გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს 2017 წლის 25 სექტემბრისა;
ხელშეკრულება გაფორმდება: კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ნიკოლოზ ჩუხრუკიძე: ტელ: 2406 398;  ელ.ფოსტა: nchukhrukidze@nbg.gov.ge