ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
27.03.2020
  
 
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას   სსიპ ქ. თბილისის N203 საჯარო სკოლის ახალი შენობის არქიტექტურული ესკიზის მიხედვით, სრული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელ ღირებულებასთან დაკავშირებით.
 
დანართი:
№1. იურიდიული დოკუმენტაცია pdf ფაილი
№2. ესკიზური პროექტი; pdf ფაილი
№3  გამოსაყენებელ მასალათა სპეციფიკაცია; pdf ფაილი
№4  საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განმარტებითი ბარათი არსებული მდგომარეობის და პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღწერით.)
ობიექტის სიტუაციური გეგმა ქალაქის ინფრასტრუქტურის ჩვენებით, მასშტაბი (1:5000 ან 1:10 000);
ობიექტის გენერალური გეგმა მსხვილ მასშტაბში საჭიროების შემთხვევაში (1:200 ან 1:500);
შენობა‐ნაგებობის სახურავის გეგმები წყლის გადაყვანის ორგანიზების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
წყალგადამყვანების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა‐ნაგებობის კედლებისა და ტიხრების მარკირების გეგმები მათი ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
კედლებისა და ტიხრების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა‐ნაგებობის იატაკებისა და ჭერების მოპირკეთების გეგმები მოპირკეთების ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100), იატაკების და ჭერების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა‐ნაგებობის კედლების შიდა მოპირკეთების მარკირების გეგმები,მასშტაბი (1:50 ან 1:100);
კედლების მოპირკეთების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა‐ნაგებობის ღიობების მარკირების გეგმები და კარ‐ფანჯრების ტიპები მასშტაბი (1:50 ან 1:100);
კარ‐ფანჯრების ტიპების დეტალური ნახაზები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20) ნაკეთობების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
ტერიტორიის კეთილმოწყობა, ვერტიკალური გეგმარება, სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირების, ავტოპარკინგის, გამწვანების, სათამაშო მოედნების და სხვა ნაწილების დატანით. გეგმები, ჭრილები, დეტალები, კვანძები (მ.  1:100, 1:50, 1:25). მოსაპირკეთებელი სამუშაოები უწყისები და სპეციფიკაციები. მცირე არქიტექტურული ფორმები (სკამები, ნაგვისურნები, განათება და ა.შ); 
კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები შესაბამისი გაანგარიშებით და გაანგარიშების განმარტებითი ბარათით. (სქემები, დეტალები, კვანძები, სპეციფიკაციები (მ.  1:100, 1:50, 1:25)
ტექნოლოგიური მოწყობის ნაწილი: სქემები, გაანგარიშებები, დეტალური სამუშაო ნახაზები და სპეციფიკაციები; 
საინჟინრო ნაწილი: შიდა და გარე ელმომარაგება, კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაზმომარაგება,სანიაღვრე, გათბობა‐გაგრილება, ვენტილაცია, ხანძარსაწინააღმგო და სიგნალიზაციის სისტემები და სხვა (სქემები,  დეტალები,  კვანძები,  სპეციფიკაციები); პროექტით გათვალისწინებული ყველა ტექნოლოგიური და ელექტრო მოწყობილობა‐დანადგარის საპროექტო მახასიათებლები.  მოცემული უნდა იყოს ყველა სისტემის საპროექტო დატვირთვები სათანადო ნორმატივების მითითებით. ძირითადი საინჟინრო პროექტების შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან, საჭიროების მიხედვით. 
სანტექნიკური ქსელებისათვის (სასმელი წყალი,  სახანძრო წყალსადენი,  სარწყავი სისტემა,  ფეკალური კანალიზაცია,  სანიაღვრე კანალიზაცია) საჭირო რეზერვუარების თუ გამწმენდი ნაგებობების მოწყობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);  
სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი საჭირო მანქანა‐დანადგარების ჩამონათვალით,  სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკით; 
ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების უწყისები და ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის დეტალური და ზოგადი სპეციფიკაციები.
წარმოდგენილი უნდა იქნას სრული პროექტის CAD და pdf ვერსიები. 
წარმოსადგენი მასალა:
საპროექტო სამუშაოების მოცულობების  საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა - წარმოდგენილი სამუშაოთა მოცულობის განფასება შესრულების ვადების მითითებით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ  შემოთავაზება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 3 აპრილის 18:00 სთ-სა.  
დანართი: 4 (ოთხი) ფაილი.
 
პატივისცემით,
 
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.