ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
13.04.2020
  
 
მოგახსენებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ განმეორებით ატარებს ფასთა განმეორებით კვლევას 25 000 ცალი, სასკოლო მერხებისა და სკამების შესყიდვასთან დაკავშირებით.
სულ: 25 000 ცალი სასკოლო მერხი და სკამი;
ბაზრის კვლევის ეტაპზე  უნდა იქნეს მოწოდებული ერთიანი კომპლექტის ღირებულებები.
  • დანართი 1 - შესავსები განფასება;
  • დანართი 2 – სკოლებისათვის საჭირო სასკოლო მერხებისა და სკამების რაოდენობა მისამართების მიხედვით;
  • დანართი 3 - ტექნიკური დავალება, სადაც მოცემულია სრულყოფილი ინცორმაცია მახასიათებლებთან დაკავშირებით.
 
მიწოდების პირობები და ვადები:
 
ა) მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადების ფარგლებში, თავად უნდა განსაზღვროს შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მიწოდების  გეგმა-გრაფიკი კონკრეტული ლოკაციების მიხედვით.
 
ბ) მომწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, აწყობილი/დაკომპლექტებული სასკოლო მერხებისა და სკამების დარიგება უნდა მოახდინოს ეტაპობრივად, დანართით გათვალისწინებულ ლოკაციებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარულ დღეში.
 
 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი 1-ის სახით,  კომპანიის მონაცემებით, ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არაუგვიანეს 2020 წლის 21 აპრილის 12:00 სთ-მდე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
  თათა კვანტალიანი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო
 
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge