ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
15.04.2020
  
 
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 40 000 ცალი მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების  ბეჭდვასთან დაკავშირებით.
სასკოლო ჟურნალის ტექნიკური მახასიათებლები, ყდისა და შიგთავსის მაკეტი იხილეთ დანართის სახით.
სასკოლო ჟურნალების ყდა უნდა მოდიფიცირდეს: შეიცვალოს კალენდარი და სასწავლო წელი შესაბამის სასწავლო წელზე და ასევე, სასკოლო ჟურნალის გარეკანი უნდა დაიბეჭდოს ლოგოს გარეშე.
მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.
მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, იუმაშევის ქუჩა N4.
 
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი 1-ის შესაბამისად და  ინფორმაცია კომპანიის მიერ 2016 წლიდან გაწეული ბეჭდვის მომსახურების შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად,  ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 აპრილის 18:00სთ-სა. ასევე,
წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნული ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს( მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯებს).
 
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
 
 

მიბმული ფაილები