ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ბაზრის კვლევას
19.05.2020
  
 
მოგესალმებით, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გეგმავს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობის მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია განისაზღვროს შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 27 მაისის 18:00 საათისა, ელ. ვერსიის სახით წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შემდეგ ელ. ფოსტებზე: procurement@mdf.org.ge; nbluashvili@mdf.org.ge; lloladze@mdf.org.ge დანართები:  ტექნიკური დავალება: 19 (ცხრამეტი) ფურცელი;
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის

მიბმული ფაილები