ბაზრის კვლევა   ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობა აცხადებს ბაზრის კვლევას
20.05.2020
  
 
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის  კრწანისის რაიონის გამგეობა ატარებს ფასთა კვლევას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის (საექსპერტო დასკვნასთან ერთად) და კიბეების, წყალამრიდების, პანდუსების და ა.შ მოწყობა-რეაბილიტაციის, წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებების და ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის (საექსპერტო დასკვნასთან ერთად) შედგენის მომსახურებაზე.
დანართის სახით იხილეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს 7 დღის ვადაში, შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში-ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი მასალები:
·  საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა (კვალიფიციური შტამპით /ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული)
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ, მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Lela.Devrisashvili@tbilisi.gov.ge.  წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის. საკონტაქტო ინფორმაცია: კრწანისის რაიონის გამგეობა: ინფრასტრუქტურისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლელა დევრისაშვილი მობ: 551471747 მის: ქ. თბილისი კრწანისის მეორე შესახევი N33
 

მიბმული ფაილები