ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
13.05.2019
  
 

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება

 

კომპაქტის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვის (Event Management) მომსახურეობის შესყიდვა

PP14-A2/GEP/CS/CQS/06

 

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation-„MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა კომპაქტის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვის (Event Management) მომსახურეობის შესყიდვისთვის.

 

კომპაქტის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვის (Event Management) მომსახურეობის შესყიდვის მიზანია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო გავრცელება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო ეძებს კვალიფიციურ კომპანიას, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ღონისძიებების მართვის სფეროში.  

 

აღნიშნული მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ ღიაა ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის. კომპანია შეირჩევა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით: https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines  (საკონსულტაციო კომპანიის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით) (CQS) მუხლი P1.B.3.7.

 

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ დალუქული კონვერტებით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2019 წლის 24 მაისს 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4):

 

          ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი

თბილისი, საქართველო 0108

(შენობაში შემოსასლველად ლიფტს ვერ გამოიყენებთ)

 

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება ზემოთ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 17 მაისს დღის 11:00 საათზე. დასწრება რეკომენდირებულია, მაგრამ არ არის სავალდებულო.

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

 

            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

            Att: დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი

            მ. კოსტავას 5, თბილისი, საქართველო 0108

            ტელეფონი: +995 32 2428 528

            Email:  procurement@mcageorgia.ge; ktateshvili@mcageorgia.ge