ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
18.05.2017
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოები   (ქიმიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები, აუდიტორიები და ოფისები)  შესყიდვა
IFB# PP10/A1/Hed/CW/CB/18
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოების (ქიმიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები, აუდიტორიები და ოფისები)  შესყიდვასთან დაკავშირებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
 
ობიექტის დათვალიერება გაიმართება 2017 წლის 25 მაისს.
შეკრების ადგილი და დროა:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  სადარბაზოს შესასვლელთან
თბილისი 0108, საქართველო
დილის 10 საათზე საქართველოს დროით (GMT+4)
 
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 1 ივნისს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
 
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის.სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 8 ივნისს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108
 
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 8 ივნისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
 
ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
             Cc: dkemoklidze@mcageorgia.ge