ბაზრის კვლევა   აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
01.09.2017
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ბენეფიციარებისთვის სასტუმრო მომსახურების შესყიდვა
IFB # PP11-A2/GEP/NCS/CB/08
 
  1. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა www.mcc.gov და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე www.mcageorgia.ge .
 
  1. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები  მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ბენეფიციარებისთვის სასტუმრო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით IFB # PP11-A2/GEP/NCS/CB/08  მოცემულ ლოტებზე:
ლოტი 1: PP11-A2/GEP/NCS/CB/08-1 - თბილისი
ლოტი 2: PP11-A2/GEP/NCS/CB/08 -2 - ბათუმი
 
  1. სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 14 სექტემბერს ქვემოთ მოცემულ მისამართზე.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
მე-2 ლოტთან დაკავშრებით წინასატენდერო შეხვედრა გამართება 2017 წლის 8 სექტემბერს დღის 11:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საკონფერენციო ოთახში მოცემულ მისამართზე ფარნავაზ მეფის 84/86 ქუჩა, ბათუმი, საქართველო 6010.
  1. დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით და მოითხოვონ დეტალური სატენდერო დოკუმენტაცია.
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
            Att: ქეთევან თათეშვილი, შესყიდვების კონსულტანტი
            Email:  ktateshvili@mcageorgia.ge
            Cc: procurement@mcageorgia.ge
            ტელეფონი: +995557408990