ბაზრის კვლევა   სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
16.08.2017
  
 
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაციაა. სააგენტოს მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;
  გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას, საზოგადოებრივი კოლეჯებისთვის ავეჯის დამზადებასთან დაკავშირებით.
  • დანართი 1  - შესავსები განფასება ჯამური რაოდენობის მიხედვით;
  • დანართი 2 - ავეჯის რაოდენობა საზოგადოებრივი კოლეჯების მიხედვით;
  • დანართი 3 - საზოგადოებრივი კოლეჯების მისამართები;
  • დანართი  - ავეჯის ნახაზები.
 
გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  პროდუქციის ღირებულება ინვოისის სახით, შემდეგ მისამართზე -  tkvantaliani@esida.ge, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 21 აგვისტოს 18:00 სთ-სა. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, დღგ-ს ჩათვლით. ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს ადგილზე მიტანისა და აწყობის ხარჯებს.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
  • შესყიდვის ობიექტის დამზადება, მიწოდება-აწყობა (საზოგადოებრივი კოლეჯების მიხედვით);
  • შესყიდვის ობიექტი დანართის N2-ში მითითებული რაოდენობის შესაბამისად მიწოდებულ უნდა იქნას აღნიშნულ კოლეჯებში;
  • აღნიშნულ პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები 1 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

თათა კვანტალიანი
მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვიტარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge 

მიბმული ფაილები