ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
19.05.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას ტრანსპორტთან დაკავშირებული სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის მიზნით.
სადაზღვევო პირობების ჩამონათვალი, აგრეთვე ავტომანქანების მარკა-მოდელი, სახელმწიფო ნომერი, გამოშვების წელი და საბალანსო ღირებულება მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 22 მაისის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • 1 თვის სადაზღვევო პრემია;
  • სადაზღვევო მომსახურების საერთო ღირებულება - 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
            შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები