სიხლეები   გზამკვლევი საბურავების სეზონურობისა და ექსპლუატაციის პირობების შესახებ
18.12.2015
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 ოქტომბრის №2246 განკარგულების შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2015-2016 წლების განმავლობაში მცირე ტვირთამწეობის საბურავების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერების (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერები) ჩატარების შესახებ.  კონსოლიდირებული ტენდერები, სეზონურობიდან გამომდინარე, ტარდება წელიწადში ორჯერ, ე.წ. ზამთრის სეზონის საჭიროებისათვის და ზაფხულის სეზონის საჭიროებისათვის.
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 აგვისტომდე პერიოდისათვის (ე.წ. ზაფხულის სეზონი) საჭირო საბურავების შესყიდვის მიზნით, იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება. კონსოლიდირებული ტენდერები გამოცხადდება R12-დან R20-ის ჩათვლით რადიუსის მქონე საბურავების შესყიდვაზე.
სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან იმ პარამეტრების მქონე საბურავების სახელმწიფო შესყიდვა, რომელზეც ცხადდება კონსოლიდირებული ტენდერი, განახორციელონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბურავის შესყიდვის შემთხვევებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2015 წლის 28 დეკემბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ საბურავების შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 01.04.2016 – 31.08.2016 პერიოდისათვის და რომლებიც განკუთვნილია მოცემულ პერიოდში ექსპლუატაციისათვის.
ინფორმაციის სახით, წარმოგიდგენთ ე.წ. გზამკვლევი საბურავების სეზონურობისა და ექსპლუატაციის პირობების შესახებ. გთხოვთ, გაეცნოთ და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნა.
გაითვალისწინეთ, რომ მოწოდებული ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერების სწორი დაგეგმვის, შესასყიდი საქონლის ჯამური საორიენტაციო რაოდენობის განსაზღვრისა და  კონსოლიდირებული ტენდერების შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას ინფორმაციის მოწოდების თაობაზე,ა სათანადოდ და მითითებულ ვადაში შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge მოცემული შესაბამისი ველები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჭიროება ვერ იქნება გათვალისწინებული კონსოლიდირებული ტენდერებით შესასყიდი საბურავები რაოდენობაში, რის გამოც ვეღარ განახორციელებთ აღნიშნული საქონლის შესყიდვას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გეგმავთ ზემოაღნიშნულ შესყიდვას, გთხოვთ, ავტომანქანის მწარმოებლის, მოდელის, გამოშვების წელისა და ტიპის, ასევე საბურავის დიამტრის, ზომისა და ტიპის შესაბამის ველებში აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი (სულ ერთია), ხოლო რაოდენობის ველში მიუთითოთ ნული.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ცხელი ხაზი: 2 48 48 22
ელ-ფოსტა: tire2015@spa.ge;