სიხლეები   მოწვევა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე
30.07.2012
  
 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

 

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი II

. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობებისა და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რესტავრაცია

სესხის ნომერი: დადგინდება ეფექტურობის შემდგომ

პროექტის ნომერი: P130421

კონტრაქტის/ტენდერის №: IDA/RDPII/CW/NCB/01-2012

 

საქართველომ მოითხოვა მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: . წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობებისა და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რესტავრაცია. საკონკურსო ვაჭრობა განხორციელდება მსოფლიო ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ . წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობებისა და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რესტავრაცია, კონტრაქტის/ტენდერის № IDA/RDPII/CW/NCB/01-2012. სამუშაოები მოიცავს:

 

. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მდებარესაკრებულოს“, „გამგეობისშენობებისა და რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორაზე სკვერის კეთილმოწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცენტრალური პარკის მხარეს მდებარე კინოთეატრის ფასადის რეაბილიტაციას და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების (10 ცალი) სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

სამუშაოების ძირითადი მოცულობებია:

  • რკინაბეტონის კონსტუქციების მოწყობა – 1963;
  • რკინის კარკასის მოწყობა – 25.3 ტონა;
  • ფასადების მოპირკეთება და მყარი/ნაწრთობი მინის (8 მმ) ჯვარედინი სისტემით მონტაჟი – 587 2;
  • თეატრის ფასადის დეკორაციების მოწყობა ლითონის კვადრატული მილებით (70X70 მმ) – 14060 ;
  • სახურავების მოწყობა მოთუთიებული და ფერადი კალის ფურცლებით – 4048 2;
  • კრამიტის სახურავების მოწყობა – 1126.47 2;
  • სახურავების ხის კონსტრუქციების მოწყობა – 57 3;
  • სართულების მოწყობა ხელოვნური გრანიტის ფილებით – 512 2;
  • ლამინირებული ხის იატაკის მოწყობა – 864 2;
  • ხის კარ-ფანჯრების და საკეტების მოწყობა – 669 2;
  • გრანიტის ფილების მოწყობა გარე ტერასებზე – 510 2;
  • ხიდის ბოძების, კედლების, კიბის საფეხურების, მოაჯირების მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით – 726 2;
  • ბაზალტის ფილების მოწყობა – 420 2;
  • ქვაფენილის მოწყობა დაშტამპული ბეტონით – 385 2.

 

სამუშაოების ხანგრძლივობაა 540 დღე სამუშაოების დაწყებიდან.

 

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 4,055,258 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია იტმ-14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

 

1.კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 4,000,000 ლარის ექვივალენტი;

 

2.კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 650,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

 

3.კონკურსანტს ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში მიღებული უნდა ქონდეს მონაწილეობა მინიმუმ ერთი (1) წარმატებულად დასრულებული მსგავსი სახის სამუშაოს განხორციელებაში, როგორც კონტრაქტორის, მმართვეელი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით, არანალკებ 3,250,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

 

კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაშიაღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად.

 

დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში ქვემოთ მოცემულ მისამართზე. საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენა, ქართულ ან ინგლისურ ენებზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე:

 

მოსარგებლე ბანკი: საქართველოს ბანკი

ბანკის მისამართი: გაგარინის . №29, 0160, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: BAGAGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის №: GE64BG0000000269619500            

მიუთითეთ: “მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე, პაკეტის ნომერი IDA/RDPII/CW/NCB/01-2012”

 

სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

 

საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს 80,000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობის საკონკურსო წინადადების გარანტია ან სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 5 წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან და წარდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებული მისამართზე, არაუგვიანეს 2012 წლის 29 აგვისტოს 12:00 საათისა ადგილობრივი დროით. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ პირადად დასწრებას ქვემოთ მოცემულ მისამართზე. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

 

ვის: -ნი ლევან ჭიჭინაძე, აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. №150, თბილისი 0112, საქართველო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი

(1) საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმების ან მიღების მიზნით: მე4 სართ, ოთახი №405

(2) საკონკურსო წინადადებების წარგენის მიზნით: მე3 სართ, ოთახი №301

(3) საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: მე3 სართ, ოთახი №316

ტელ: +995 32 2437001/02/03/04

ფაქსი: +995 32 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ. გვერდი: www.mdf.org.ge