სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გეომშენი - 2004“
02.08.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გეომშენი - 2004“
 
შპს „გეომშენი - 2004“
ს/კ: 204466513

 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 19 ივლისს წარმოდგენილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 19 ივლისის №2-07/6099 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №6178), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გეომშენი - 2004“-ის (ს/კ: 204466513) მიერ SPA140006677 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2014 წლის 30 აპრილის №43-14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.