სიხლეები   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
22.02.2013
  
 

მოწვევა საკონკურსი ვაჭრობაზე

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

                                                                                                    

პროექტის სახელწოდება: იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში

 

KfW - საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა

8 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ქ. ზუგდიდში (Zu-01)

 

კონტრაქტის #: KfW/CW/LCB/04

საქართველოს მთავრობამ მიიღო გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარება დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული პროექტის დასაფინანსებლად, რაც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ქ. ზუგდიდში (#KfW/CW/LCB/04).

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს კონკურსის მონაწილეებს, რომელნიც დააკმაყოფილებენ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, . ზუგდიდში 8 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში.

ლოტი 1 - ორი C1 და ერთი B1 ტიპის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

  1. მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილის და კედლების მოწყობა – 1,216 3;
  2. მონოლითური რკინა-ბეტონის იატაკის ფილების მოწყობა – 1,729 3;
  3. მცირე ბეტონის კედლების ამოშენება  – 1,229 3;
  4. ჭერის, გარე და შიდა კედლების შელესვა და შეღებვა – 30,181 2;
  5. იატაკის მოწყობა კერამიკული ფილებით და ლამინირებული იატაკის მოწყობა – 2,456 2;
  6. მეტალო-პლასტმასის ფანჯრის და კარების ბლოკების და ფრაგმენტების დამონტაჟება – 961 2;

ლოტი 2 - სამი C1 და ორი B1 ტიპის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

  1. მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილის და კედლების მოწყობა – 2,005 3;
  2. მონოლითური რკინა-ბეტონის იატაკის ფილების მოწყობა – 2,816 3;
  3. მცირე ბეტონის კედლების ამოშენება  – 1,986 3;
  4. ჭერის, გარე და შიდა კედლების შელესვა და შეღებვა – 48,448 2;
  5. იატაკის მოწყობა კერამიკული ფილებით და ლამინირებული იატაკის მოწყობა – 3,934 2;
  6. მეტალო-პლასტმასის ფანჯრის და კარების ბლოკების და ფრაგმენტების დამონტაჟება – 1,548 2;

სამუშაოების ხანგრძლივობა ორივე ლოტისათვის არის 16 (თექვსმეტი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

1. კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს:

ლოტი 1 - არანაკლებ 3,900,000 ლარის ექვივალენტი

ლოტი 2 - არანაკლებ 6,400,000 ლარის ექვივალენტი

2. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, საკრედიტო ხაზები ან საბრუნავი კაპიტალი, და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა:

ლოტი 1 - მინიმუმ 720,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით

ლოტი 2 - მინიმუმ 1,180,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით     

3. კონკურსანტს ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში მიღებული უნდა ქონდეს მონაწილეობა მინიმუმ ერთი (1) წარმატებულად დასრულებული მსგავსი სახის სამუშაოს განხორციელებაში, როგორც კონტრაქტორის, მმართვეელი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით:

ლოტი 1 - არანალკებ 3,450,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით

ლოტი 2 - არანალკებ 5,650,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით

საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება KfW- სახელმძღვანელოს შესაბამისად: მიწოდების და სამუშაოების კონტრაქტების შესყიდვები განვითარებად ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, 2007 . მაისის გამოცემა. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების ელ. ასლი კონკურსის დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია მგფ- ვებ-გვერდზე.

კონკურსის დაინტერესებულ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე. კონკურსის დაინტერესებულ მონაწილეებს საკონკურსო დოკუმენტაციის სრული პაკეტების შეძენა ინგლისურ ენაზე, შეუძლიათ  ქვემოთ მოცემულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარმოდგენის და არანაზღაურებადი 500 (ხუთასი) ლარის, ან აღნიშნული თანხის  ეკვივალენტი ვალუტის გადახდის შემდეგ.

გადახდის განხორციელება ხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე ქართული ლარის, აშშ დოლარის, ან ევროს გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: საქართველოს ბანკი

ბანკის მისამართი: გაგარინის . #29, 0160, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: BAGAGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის #: GE64BG0000000269619500            

მიუთითეთ: "მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე, პაკეტის ნომერი KfW/CW/LCB/04

საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ მოცემულ მისამართზე არა უგვიანეს 2013 წლის 5 აპრილის 15:00 საათისა. Dდაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

ერთი დამატებითი ასლი ერთიდაიმავე დროს საჭიროა გაეგზავნოს:

KfW- განვითარების ბანკს, KfW- ოფისს საქართველოში

-ნი სანდრა ჰანუში

ელენე ახვლედიანის ასახვევი #4

0103 თბილისი, საქართველო

წინადადების დროულ მიწოდებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მიწოდება დროულად განხორციელდეს მხოლოდ დამკვეთთან (მგფ), ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

საკონკურსო წინადადების ენა არის ინგლისური და კორესპენდენციის წარმოება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. კონკურსის ყველა წინადადებას საჭიროა ახლდეს საკონკურსო წინადადების გარანტია თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე: ლოტი 1 - 85,000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობის ან მისი ექვივალენტის თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში; ლოტი 2 - 140,000 (ას ორმოცი ათასი) ლარის ოდენობის ან მისი ექვივალენტის თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. კონკურსის მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საკონკურსო წინადადების გარანტიის ფორმა აუცილებელია შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტის 4- პარაგრაფში ჩამოყალიბებულ საკონკურსო გარანტიის ფორმატს.                                                                                                                          

საკონკურსო წინადადებების გახსნა მოხდება 2013 წლის 5 აპრილს 15:00 საათზე (ადგილობრივი დროით) იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების და იმ პირების თანდასწრებით, რომელნიც მოისურვებენ აღნიშნულ პროცედურაზე დასწრებას. 

მგფ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციის სახით იტოვებს უფლებას, რომ ჩაშალოს სატენდერო პროცედურა ნებისმიერ დროს, ან უგულვებელყოს რომელიმე, ან ყველა საკონკურსო წინადადება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. კონტრაქტის მინიჭება ექვემდებარება დამტკიცებას KfW- (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა) მიერ.

 

ვის: -ნი ელგუჯა ხოკრიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი

(1) საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმების ან მიღების მიზნით: მე4 სართ, ოთახი #405

(2) საკონკურსო წინადადებების წარგენის მიზნით: მე3 სართ, ოთახი #301

(3) საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: მე3 სართ, ოთახი #316

ტელ: +995 32 2437001/02/03/04

ფაქსი: +995 32 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge