სიახლეები/განცხადებები   განახლებული სახელმძღვანელო
26.06.2013

1279

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო განახლდა და მასში აისახა სისტემაში ბოლო დროს განხორციელებულ  ცვლილებებთან დაკავშირებული განმარტებები. სახელმძღვანელოს დაემატა ხელშეკრულების სტატუსების, ელექტრონული გეგმის (e-PLAN), გასაჩივრების ახალი ელექტრონული მოდულის, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიმდინარეობის ანგარიშის (CMR) მოდულის აღწერა. განახლებული სახელმძღვანელო განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=303.