სიახლეები/განცხადებები   განცხადება ინტერესის გამოხატვის შესახებ
20.11.2013

1428

 

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების (გზის, წყალმომარაგების სისტემების, სამოქალაქო შენობა-ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას და იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ სამშენებლო კომპანიებს შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.

    კვალიფიციურ სამშენებლო კომპანიას უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოების წარმატებულად განხორციელების გამოცდილება. აგრეთვე, კომპანიას უნდა ჰქონდეს მყარი ფინანსური პოზიცია, რაც საშუალებას მისცემს, საბანკო გარანტიით უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება.

    დაინტერესებულმა სამშენებლო კომპანიებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს 2013 წლის  22 ნოემბრის 18 საათამდე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“ (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის გამზ. N150 მე-3 სართული)  უნდა წარმოადგინონ თავიანთი განაცხადი ინტერესის გამოხატვის შესახებ  შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

    ინტერესის  გამოხატვის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
    ა) წერილობითი განაცხადი ინტერესის გამოხატვის შესახებ;
    ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი; ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
    გ) ინფორმაცია ბანკიდან ხელმისაწვდომი საბანკო გარანტიის მოცულობის შესახებ;
    დ) ინფორმაცია 2010-2013 წლებში კომპანიის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ.