სიახლეები/განცხადებები   გასაჩივრება ადვილია
18.03.2013

1165

 

სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ ჯგუფებსა და

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შორის

შეხვედრა-დისკუსია გაიმართა

 

2013წლის  14 მარტს USAID-ის პროექტის  Good Governence of Georgia მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა-დისკუსია თემაზე: დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდული და კომუნიკაციის გაუმჯობესებული და გამარტივებული საშუალებები. შეხვედრას უძღვებოდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე  ტატო ურჯუმელაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს მიერ  სახელმწიფო შესყიდვების კუთხით დანერგილი სიახლეები, ელექტრონული დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდული, რომლის პრეზენტაციაც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ტატო ურჯუმელაშვილმა გააკეთა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, საადვოკატო ბიუროების წარმომადგენლები, იურისტები, მეწარმეები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტატო ურჯუმელაშვილის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა  სრულიად გამჭვირვალეა -  ყველა ყველაფერს ხედავს. დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდულის ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ ტენდერის შესაჩერებლად საკმარისი საფუძველი აქვს, ამას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებს - ყველას შეუძლია გააჩეროს ტენდერი!

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი კახა ურიადმყოფელი დადებითად აფასებს დავების განხილვის საბჭოს საქმიანობას და აცხადებს, რომ „დავების საბჭოს შექმნამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების უფლებების დაცვას, არამედ უფრო გამჭვირვალე გახადა შესყიდვების პროცესი. ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გაასაჩივროს შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ამ მხრივ აქტიოურობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.”

საინფორმაციო ტექონოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის დავით მარღანიას განცხადებით, ელექტრონული ტენდერების პროცესში ეფექტიანი კომუნიკაცია ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობის, სანდოობისა და კონკურენტუნარიანობისა გაზრდას. არსებული საკომუნიკაციო საშუალებების გარდა, მუდმივად ვმუშაობთ კომუნიკაციის გაძლიერებაზე. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურებოდა. ახალი ვებგვერდისა და სისტემის ამოქმედების შემდეგ კომუნიკაცია ადვილია.