სიახლეები/განცხადებები   გახდით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი!!!
04.06.2012

811

 

დავების საბჭოს წევრის რჩევის მიზნით, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იწყებს განცხადებების მიღებას 2012 წლის 5 ივნისიდან 16 ივნისამდე.

ვადამდელი შერჩევა განაპირობა საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ საბჭოს დატოვებამ. საბჭოს წევრის კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას.

წევრობის კანდიდატ მოეთხოვება:

  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის  ზოგადი ცოდნა;
  • უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
  • თითოეულ ორგანიზაცი შეუძლია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოდგენა. კანდიდატის შესახებ წარმოსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
  • CV–  სამუშაოთა ვრცელი აღწერით;
  • მომართვის წერილს.

განცხადებების მიღების შემდგომ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აირჩევენ ერთ კანდიდატს, ხმათა უმრავლესობით. შერჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2012 წლის 20 ივნისისა.

საბჭოს წევრი ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომებს და მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

ცნობისათვის:

  • 2011 წლის განმავლობაში განხილულია 67 საჩივარი.
  • 2012 წლის განმავლობაში 1 ივნისის მდგომარეობითგანხილულია 72 საჩივარი.

 

P.S. გთხოვთ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გაავრცელოთ წინამდებარე შეტყობინება.

 

საკონტაქტო პირი:

სოფიკო ბერიშვილი

ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge

ტელ: 214 88 87