სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს გასაჩივრების ელექტრონული მოდული!
03.11.2011

512

 

2011 წლის 7 ნოემბრიდან ამუშავდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ელექტრონული მოდული. სიახლე საშუალებას მისცემს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლებს, სისტემიდანვე ელექტრონულად მოახდინონ გასაჩივრება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს გასაჩივრების პროცესს და მეტად გამჭვირვალეს გახდის დავის განხილვის პროცედურებს.

დავების საბჭოს ელექტრონულ მოდულში www.dispute.procurement.gov.ge განთავსებული და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საჩივარი, ასევე ამ საჩივართან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის გადაწყვეტილება.