სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N2
18.01.2011

236

 

2011 წლის 4 იანვარს შპს ,,კავკასუს ონლაინის’’ მიერ საბჭოში წარდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ №SPA100000590 გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

2011 წლის 14 იანვარს, კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიან ვადაში საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინის’’ საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

ცესკოს დაევალა სატენდერო კომისიის სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული №SPA100000590 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციიდან 2.8.4 პარაგრაფის ამოღება და ამ ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება.

საბჭოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნდა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რესურსის მფლობელ პირს არ აქვს ვალდებულება მისცეს მის მფლობელობაში არსებული მოხმარების უფლება სხვა პირს. ასეთი მოქმედების განხორციელება დამოკიდებულია მხოლოდ მფლობელის ნებაზე. აღნიშნული იძლევა იმის საფუძველს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრული პირობები შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ერთი კომპანიის მიერ, რაც არის დისკრიმინაციული და ზღუდავს კონკურენციას.

დაინტერესებულ პირებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუძლიათ გაეცნონ სააგენტოს ოფიციალურ  ვებ-გვერდზე.