სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N3
18.01.2011

237

 

2011 წლის 6 იანვარს შპს ,,კავკასუს ონლაინის’’ მიერ საბჭოში წარდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ №SPA110000126 გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

2011 წლის 17 იანვარს, კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიან ვადაში საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინის’’ საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული №SPA110000126 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციიდან 2.8.9 პარაგრაფის შენიშვნის ამოღება და ამ ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება.

საბჭოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნდა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რესურსის მფლობელ პირს არ აქვს ვალდებულება მისცეს მის მფლობელობაში არსებული მოხმარების უფლება სხვა პირს. ასეთი მოქმედების განხორციელება დამოკიდებულია მხოლოდ მფლობელის ნებაზე. აღნიშნული იძლევა იმის საფუძველს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრული პირობები შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ერთი კომპანიის მიერ, რაც არის დისკრიმინაციული და ზღუდავს კონკურენციას.

დაინტერესებულ პირებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუძლიათ გაეცნონ სააგენტოს ოფიციალურ  ვებ-გვერდზე.