სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N5
14.02.2011

250

 

2011 წლის 27 იანვარს შპს ,,კვირის პალიტრა”–ს მიერ საბჭოში წარდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს   მიერ სალიტერატურო გაზეთის გამოცემის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ №SPA110001124 გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

შპს „კვირის პალიტრა’’ თავისი საჩივრით ითხოვდა აღნიშნულ ტენდერში მისი დისკვალიფიკაციის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას.

2011 წლის 7 თებერვალს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საბჭოს მიერ მიღებულ იქნა    N5 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „კვირის პალიტრა“–ს საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.