სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N6
14.02.2011

251

 

2011 წლის 28 იანვარს შპს ,,თიგოს”–ს მიერ საბჭოში წარდგენილ იქნა საჩივარი აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ გზის მომვლელთათვის უნიფორმების (სპეცტანსაცმელი) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ №SPA110000971 გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

შპს „თიგო’’ თავისი საჩივრით ითხოვდა აღნიშნულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის    შპს „უნიფორმა“–ს დისკვალიფიკაციას.

2011 წლის 7 თებერვალს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საბჭოს მიერ მიღებულ იქნა    N6 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „თიგო“–ს საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, ამავდროულად შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა სატენდერო კომისიის  ოქმი N4–ის (26.01.2011, რომელიც შეეხება შპს „უნიფორმა“–ს საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების პროცედურას) გაუქმება და შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება.