სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა პირველი გადაწყვეტილება
13.01.2011

232

 

2011 წლის 6 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ განხილულ იქნა პირველი საჩივარი. საჩივრის განხილვის პროცესი მიმდინარეობდა ღია და გამჭირვალე გარემოში.

 საბჭო შედგება ექვსი წევრისაგან, საიდანაც სამი წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს, ხოლო სამი წევრი - სააგენტოს. საჩივარი, რომელიც საბჭოში წარდგენილი იქნა 2010 წლის 30 დეკემბერს, ეხებოდა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ 2010 წლის 18 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს (№SPA100000191).

2010 წლის 10 იანვარს, კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიან ვადაში საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,სტრადას’’ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და  თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიმართ ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღების თაობაზე. კერძოდ:  თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიას დაევალა მის მიერ მიღებული სხდომის ოქმების გაუქმება და გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების გაგრძელების უზრუნველყოფა კანონმდებლობის დაცვით შპს ,,სტრადას’’ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების განხილვის მომენტიდან.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს საჩივრის განხილვის პროცესს და გაეცნოს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ  ვებ-გვერდზე.