სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს წევრთა 2013 წლის შერჩევა
11.04.2013

1192

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა 2013 წლის შერჩევა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2 წევრის შერჩევის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იწყებს განცხადებების მიღებას 2013 წლის 11 აპრილიდან 2013 წლის პირველ მაისამდე.

საბჭოს წევრის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

·         სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გათვალისწინებული პროცესების ზოგადი ცოდნა;

·         უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.

კანდიდატი შესაძლებელია წარმოადგინოს ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

საბჭოს წევრის კანდიდატის თაობაზე, განცხადებების მიღების შემდგომ ჩატარდება შერჩევა.

შერჩევის თარიღი დამატებით გამოცხადდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება მასში მონაწილეობის უფლება.

შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების საბჭოს წევრობის 2 კანდიდატს.

საბჭოს წევრის საქმიანობა:

საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი ორგანიზაციისგან. მისი საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საბჭოს წევრს, მის წარმომდგენ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში, არ უწყდება საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

ცნობისათვის:

2011 წლის განმავლობაში მიღებულია 66 საჩივარი.

2012 წლის განმავლობაში მიღებულია 127 საჩივარი.

2013 წლის განმავლობაში (11 აპრილის  ჩათვლით) მიღებულია 91 საჩივარი.

 

P.S. გთხოვთ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში გაავრცელოთ წინამდებარე განცხადება.

საკონტაქტო პირი:

სოფიკო ბერიშვილი

ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge