სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭოს წევრი კახა ურიადმყოფელი (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო) გახდა
05.08.2013

1320

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრად  რჩეულ იქნა კახაბერ ურიადმყოფელი (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო).

 კანდიდატთა განაცხადების მიღება 2013 წლის 9 ივლისს დაიწყო და 2013 წლის 24 ივლისამდე გაგრძელდა. კანდიდატურების წარმოდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას  შეეძლო.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 30 ივლისს გამართულ არჩევნებში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის, ახალგაზრდა ადვოკატების და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები.

არჩევნებში მონაწილეთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრად 1 წლის ვადით აირჩეულ იქნა   კახა ურიადმყოფელი, რომელიც კანდიდატად წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციამ  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველ.

ამგვარად, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორს დავების საბჭოში წარმოადგენენ:

კახაბერ ურიადმყოფელი (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო);

უჩა სეთური (IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი);

გიორგი კოტრიკაძე (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცი).