სიახლეები/განცხადებები   დეკემბრის თვეში საბარათე სისტემით შესყიდული საწვავის ღირებულების გადახდა
28.11.2013

1438

 

2013 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში საწვავის საბარათე სისტემით მოსარგებლე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2013 წლის დეკემბრის თვეში საბარათე სისტემით შესყიდულ საწვავთან დაკავშირებული ანგარიშსწორება შეიძლება განახორციელონ უწყვეტ მომსახურებასთან (მაგ: ინტერნეტის მომსახურება, დაცვის მომსახურება) დაკავშირებული ანგარიშსწორების წესის ანალოგიურად 2014 წლის იანვარში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით დამტკიცებული  ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ მე–9 მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით – გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების შემთხვევაში, მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ 51 მუხლით.