სიახლეები/განცხადებები   თეთრ სიას დაემატა კიდევ 2 მიმწოდებელი!
07.11.2012

1001

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 262 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად, 2012 წლის 5 და 6 ნოემბერს თეთრ სიაში დარეგისტრირებულ იქნა:

  • შპს ,,აგრომშენსერვისი“ (ს/კ:204887961)
  • შპს ,,ო და კ ბილდინგ კომპანი” (ს/კ:205118745)

თეთრი სიის უპირატესობების, თეთრ სიაში დარეგისტრირებისათვის აუცილებელი პირობებისა და დოკუმენტაციის ჩამონათვალის, ასევე თეთრ სიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge