სიახლეები/განცხადებები   თეთრ სიაში დარეგისტრირებული ორგანიზაციების საყურადღებოდ
17.04.2013

1195

 

თეთრ სიაში დარეგისტრირებული ორგანიზაციების საყურადღებოდ

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ თეთრ სიაში პირველი კომპანიის  რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 17 მაისს.

თეთრ სიაში კომპანიის რეგისტრაცია ხდება 1 წლის ვადით. ამასთან, შესაძლებელია კომპანიის თეთრ სიაში რეგისტრაცის ვადის ავტომატურად გაგრძლება კიდევ 1 წლით კომპანიის მხრიდან ასეთი სურვილის გამოხატვისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში.

ამდენად, შეგახსენებთ კომპანიის თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის ავტომატურად გაგრძელებისათვის აუცილებელ პროცედურებს, კერძოდ:

  1. თეთრ სიაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ უნდა მიმართოს სააგენტოს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში;
  2. თეთრ სიაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ სააგენტოში ხელახლა უნდა წარადგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 262 მუხლიპირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
  3. თეთრ სიაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე/უტყუარობა.

ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას და იმ კომპანიას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა ავტომატურად გაუგრძელდება კიდევ 1 წლით, რის თაობაზე ეცნობება ასევე წერილობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დოკუმენტაციის სააგენტოში ხელახლა წარდგენა მიზანშეწონილია განხორციელდეს თეთრ სიაში მყოფი კომპანიის რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში, ისე რომ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე სააგენტოს ჰქონდეს წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისათვის აუცილებელი გონივრული დრო. სხვა შემთხვევაში, მოხდება კომპანიის თეთრი სიიდან ამოღება და უკვე შემდგომ დოკუმენტაციის განხილვა.