სიახლეები/განცხადებები   თოვლისა და ყინულის ლღობის ავტომატიზებული სისტემის მოწყობა
11.11.2013

1418

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N467 განკარგულების შესაბამისად, გეგმავს თბილისის იუსტიციის სახლის (ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2) სახურავზე  თოვლისა და ყინულის ლღობის ცენტრალური და ავტომატიზირებული სისტემის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ნახაზი და შენობის სურათი იხილეთ დანართში.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესასრულებელი სამუშაოების კონცეფცია და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებას. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ორგანიზაციის რეკვიზიტები.

 

დაინტერესებულმა მიმწოდებლებმა წინადადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N24ა), არაუგვიანეს 2013 წლის 20 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 240-59-35 ალექსანდრე თევდორაძე. ელ.ფოსტა: atevdoradze@justice.gov.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო