სიახლეები/განცხადებები   ინფორმაცია კონკურსის მეორე ეტაპის გამოცხადების თაობაზე
30.12.2014
   
 
საკონკურსო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით,  იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით,  მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის თაობაზე 2014 წლის 02 დეკემბერს  გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა  შპს ,,სახლი დიღომში“-ს საკონკურსო წინადადება, რომლის მიერ შემოთავაზებული წინადადება მოიცავს დიდ დიღომში მდებარე ტერიტორიაზე დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებულ ერთ სამოთახიან (74.83 კვ.მ)   და სამ  ოთხოთახიან (125.5 კვ.მ)  ბინას.                 
 
 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს კონკურსის მეორე ეტაპს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის თაობაზე.
  • კონკურსის დასრულების ვადა განისაზღვრება 2015 წლის 31 იანვრით, 18.00 საათი.
 
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ კომისიის სამდივნოსწევრებს:
 
1. მაიკო მიქაია -   m.mikaia@mra.gov.ge
2. ირაკლი თოფურია -  მობ.: ტელ.: 599 56 49 50 i.tophuria@mra.gov.ge
3. ბესარიონ ბუჩუკური -   b.buchukuri@mra.gov.ge
 
 
ტელ.: 2 31 15 80


მეორე ეტაპი, საკონკურსო პირობები