სიახლეები/განცხადებები   იცვლება წინადადებების მიღების დასრულების დროსთან დაკავშირებული წესი!
10.10.2011

486

 

2011 წლის 13 ოქტომბრიდან იცვლება წინადადებების მიღების დასრულების დროსთან დაკავშირებული წესი.

თუკი აქამდე, ტენდერის გამოცხადებისას შემსყიდველი ორგანიზაცია თავისუფლად მიუთითებდა სატენდერო წინადადების მიღების დასრულების დროს, ცვლილების შედეგად ეს უფლება გარკვეულწილად შეიზღუდება და შესაძლებელი იქნება მხოლოდ სისტემის მიერ მითითებული დროის მონაკვეთებიდან ერთ–ერთის არჩევა.

აღნიშნული ცვლილების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს ისეთი შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე ტენდერში ერთი და იგივე შესყიდვის კატეგორიაზე ერთსა და იმავე დროს სრულდება წინადადებების მიღება, რაც ზღუდავს მიმწოდებლის შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა მისთვის საინტერესო ყველა ტენდერში და ვაჭრობის დამატებით რაუნდებში.