სიახლეები/განცხადებები   კონსოლიდირებული ტენდერის შედეგები
21.01.2012

577

 

ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2012 წლის 6 იანვარს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON-12001) გამოვლენილია  საუკეთესო სატენდერო  წინადადების მქონე სამი მიმწოდებელი:

  •     შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი
  •     სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია 
  •     შპს უნიგრუპი (ლუკოილ ჯორჯია)

2012 წლის 21 იანვრიდან სისტემაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია  ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვა აღნიშნული მიმწოდებლისგან განახორციელოს ტენდერის გამოცხადების გარეშე, გამარტივებული ხელშეკრულების დადების გზით. კონსოლიდირებული ტენდერი არ გამორიცხავს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის სხვა საშუალებების გამოყენებას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ.

მიმწოდებლების სატენდერო წინადადებები და საწვავის მიწოდების ძირითადი პირობები ხელმისაწვდომია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ საწვავის გატანის მოთხოვნის დღეს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მიმწოდებელი უნდა შეარჩიოს სწორედ საწვავის მიწოდების ძირითადი პირობების გათვალისწინებით. ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე მიმწოდებლად ჩაითვლება ის, რომლის ერთეულის ფასი ყველაზე ხელსაყრელია საწვავის გატანის მოთხოვნის დღეს. საწვავის ერთი ლიტრის ფასი განისაზღვრება შესაბამისი მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე მიწოდების მოთხოვნის დღეს არსებული ფასისთვის არანაკლებ დისქაუნთის ოდენობის თანხის გამოკლებით. ამასთან, მხედველობაში შესაძლებელია მიღებულ იქნას მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურის გეოგრაფიული დაშორება შემსყიდველი ორგანიზაციის ადგილსამყოფელიდან.      

საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე თითოეული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადოს ხელშეკრულება არანაკლებ მის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთით. ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით აცნობოს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2012 წლის 31 დეკემბერს.