სიახლეები/განცხადებები   კონსოლიდირებული ტენდერი
06.01.2012

563

 

2012 წლის 6 იანვარს გამოცხადდა კონსოლიდირებული ტენდერი (CON-12001) ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი ან რამდენიმე მიმწოდებელი, რომელიც თავისი საცალო რეალიზაციის ქსელიდან მინიმუმ 3 თეთრიან ფასდაკლებას (დისქაუნტს) სთავაზობს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს საწვავის შესაბამის მარკაზე. გარდა აღნიშნული პირობისა, მიმწოდებლის სატენდერო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

სისტემაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციას შეეძლება  ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვა აღნიშნული მიმწოდებლისგან განახორციელოს ტენდერის გამოცხადების გარეშე, მარტივი ხელშეკრულების დადების გზით. კონსოლიდირებული ტენდერი არ გამორიცხავს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის სხვა საშუალებების გამოყენებას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.